პორტის შემოსასვლელი არხი გაწმენდილია და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას - ინფორმაციას APM Terminals Poti ავრცელებს.

„რამდენიმედღიანმა უამინდობამ და შტორმმა ნავსადგურში საოპერაციო პროცესები შეაფერხა. ამ დროისთვის, პორტის შემოსასვლელი არხი გაწმენდილია და ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ფოთის პორტში გემების მიღება - გაშვება 16 დეკემბერს შეჩერდა, რისი მიზეზიც შტორმი იყო.