ოქროს ფასმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ინფორმაციას Bloomberg აქვეყნებს.

დილით, ოქროს სპოტური ფასი 1.5%-ით გაიზარდა და უნციაზე 4 404.12 აშშ დოლარი შეადგინა (წინა რეკორდი 4,381 აშშ დოლარი უნციაზე ოქტომბერში დაფიქსირდა).

მედიის ცნობით, ზრდის მიზეზებს შორისაა ტრეიდერების მოლოდინი, რომ გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური მონაცემების შემდეგ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს 2026 წელს გაანახევრებს.