22 დეკემბრიდან, ბაკურიანში, სრიალს უკვე დიდველის არეალზეც შეძლებთ, - ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

"ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე, ღია იქნება საბაგიროები: ნოდო და ჰალფ პაიპი. ⛷️ტრასები: დიდველი 1, დიდველი 2 და ჰალფ პაიპი.

მიტარბის არეალზე აქტიურად მიმდინარეობს გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები გაიხსნება ეტაპობრივად

სალაროდან აბონემენტი გაიცემა არაუგვიანეს 16:45 საათისა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.