ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების საგენტო“ (MTA) 20 დეკემბერს, ბაკურიანში, კოხტას სასრიალო არეალხსნი. საბაგირო და ტრასა - კოხტა პლატო, სრიალის მსურველებს ყოველდღე, 10:00-დან 17:00 საათამდე მოემსახურება. დიდველისა და მიტარბის სასრიალოარეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნურიგათოვლიანების სამუშაოები და ტრასებისეტაპობრივი გახსნა 27 დეკემბრიდან იგეგმება. რაც შეეხება გუდაურს, მესტიასა და გოდერძის კურორტებს, საბაგიროების ჩართვა 27 დეკემბრიდან არის დაგეგმილი, ხოლო სასრიალო ტრასები,ამინდისა და თოვლის საფარის მდგომარეობის მიხედვით, ეტაპობრივად გაიხსნება.

27 დეკემბრიდან ამოქმედდება გუდაურისა და კობის საბაგიროები - პირველი, სოლიკო, გუდაურა, კობი, ფირნი და თრუსო. პარალელურად, გრძელდება ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები და ტრასები თოვლის საფარის შესაბამისად, ეტაპობრივად გაიხსნება.

ამავე დღიდან, ჩაირთვება ჰაწვალის სასრიალო არეალზე ზურულდის საბაგირო. ჰაწვალისა და თეთნულდის სასრიალო ტრასების გახსნა ეტაპობრივად განხორციელდება, ამინდისა და თოვლის საფარის პირობების შესაბამისად. აგრეთვე, 27 დეკემბრიდან კურორტ გოდერძიზე ამოქმედდება საბაგირო ,,ზანკა.

ბაკურიანის საბაგიროების აბონემენტების შეძენა 20 დეკემბრიდან, კურორტზე მხოლოდ კოხტასსალაროში იქნება შესაძლებელი. ბილეთების ონლაინ გაყიდვა კი 23 დეკემბრიდან დაიწყება დახელმისაწვდომი იქნება აპლიკაციებსა დავებგვერდებზე: TKT.GE, BILETEBI.GE, SKIPASS.GE, ასევე სუპერ აპსა (Super App) და მაუნთ აპში (MOUNT App). დამსვენებლებს პლატფორმებზე გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის კურორტების, სხვადასხვა კატეგორიის ბილეთის შეძენა შეეძლებათ.

2025–2026 წლის ზამთრის სეზონი მთის ტრასებისსააგენტოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობასატარებს, რადგან უკვე მესამედ, საქართველოფრირაიდის მსოფლიო ტურს უმასპინძლებს. ღონისძიება სვანეთში, თეთნულდზე 22-დან 28 თებერვლის ჩათვლით გაიმართება (ამინდის ფანჯრის ფარგლებში) და მასში 50 გამორჩეული რაიდერი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა (საფრანგეთი, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია, აშშ და საქართველო), რომლმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის  ჩატარების უფლება მოიპოვა.

ღონისძიების გამართვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს მთის კურორტების საერთაშორისოცნობადობისთვის, ზამთრის სპორტისა და ტურიზმის განვითარებისთვის. მსოფლიო სპორტულ რუკაზე ქვეყანამ უკვე დაიკავა საპატიო ადგილი - გასულ წლებში საქართველომ წარმატებით უმასპინძლა მსოფლიო თასის ეტაპებს სკი კროსში, სნოუბორდ კროსსა და მოგულის დისციპლინებში. ფრირაიდის მსოფლიო ტურის გამართვა კი საქართველოს არამხოლოდ ცნობადობას გაუზრდის, არამედ,ქვეყნის სამთო-სათხილამურო კურორტებ ზამთრის სპორტის მოყვარულთათვის მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.