საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე ტურიზმის სექტორის პოპულარიზაციისთვის 44 მილიონ ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

„ეს გაზრდის ქვეყნის მიმართ ინტერესს, პოპულარობის გაზრდა კი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულია“, - წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

მარკეტინგული კამპანიებისთვის გამოყოფილი თანხა ასე გადანაწილდება:

  • ქართული ღვინის შესყიდვა და ადგილზე მიწოდება - 15 000 ლარი;
  • საერთაშორისო გამოფენები - 6 840 000 ლარი;
  • სასტუმროში შეხვედრებისა და კონფერენციების ორგანიზების მომსახურება - 500 000 ლარი;
  • სასმელების მიტანის მომსახურება და მასტერკლასი - 50 000 ლარი;
  • სასერვერო მომსახურების შეძენა/ინტერნეტ დამხმარე პროდუქტების ან სერვისების შეძენა, CDN ინფორმაციის მიწოდების ქსელის მომსახურება - 140 000 ლარი;
  • სატრენინგო მომსახურება - 400 000 ლარი;
  • სახელოვნებო მომსახურებები - 500 000 ლარი;
  • ახალი ამბების სააგენტოების მომსახურება - 80 000 ლარი;
  • სარეკლამო კლიპების გადაღება - 800 000 ლარი;
  • ტურისტული სააგენტოების, ტუროპერატორებისა და ტურისტების დახმარების მომსახურებები - 90 000 ლარი;
  • კვების მიწოდების მომსახურება - 380 000 ლარი;
  • ტვირთის გადაზიდვა - 130 000 ლარი;
  • მომსახურებები კვლევისა და ექსპერიმენტული განვითარების სფეროში - 1 175 000 ლარი;
  • მარკეტინგულ და პიარ მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურებები - 597 600 ლარი;
  • სხვადასხვა კომერციული მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები - 1 767 500 ლარი;
  • სუვენირები - 300 000 ლარი;
  • ფოტოები - 50 000 ლარი.

საქართველოს საპრომოციო სარეკლამო/მარკეტინგული კამპანიების ორგანიზება მიზნობრივ ბაზრებზე სხვადასხვა ტრადიციული და არატრადიციული საკომუნიკაციო არხების მეშვეობით (ინტერნეტ რეკლამა, ბეჭდვითი რეკლამა, გარე რეკლამა და სხვა) – 30 285 720 ლარი;

ფოტომომსახურებები - 150 000 ლარი.

ხელშეკრულებები ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით დაიდება.

www.radiotavisupleba.ge