ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2025 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მე-14 ადგილი დაიკავა.
„ქართველი ფეხბურთელი პსჟ-ში, იანვარში დიდი თანხის სანაცვლოდ გადავიდა, ის თავდაუზოგავი შრომით გამოირჩევა, რაც მის წინამორბედებს აკლდათ. ის ზოგადად შრომისმოყვარე ფეხბურთელია, რაც ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-ში ჩატარებულ თამაშებზეც აისახა.
ყველაფერთან ერთად მას აქვს უნარი ერთი მოქმედებით მატჩში ყველაფერი თავდაყირა დააყენოს, ისევე როგორც ამას ლიონელ მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ MNM (მესი, ნეიმარი, მბაპე) ხშირად ვერ ახერხებდა დიდ სცენაზე წარმატების მიღწევას, კვარას ეს მიმდინარე წელს გამოუვიდა და ჩემპიონთა ლიგის თამაშებში ყოველთვის საუკეთესოდ წარმოაჩენდა საკუთარ თავს“, - წერს The Guardian-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე.
