ლონდონის ICE ბირჟაზე ბრენტი ნავთობის ივნისის ფიუჩერსების ფასი 13.65%-ით დაეცა და ბარელზე 91.89 აშშ დოლარი შეადგინა თბილისის დროით 15:08 საათზე.
ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბაზარმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებაზე რეაგირება მოახდინა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ნებისმიერი სამხედრო დარტყმის ხუთდღიანი შეჩერება ბრძანა, რათა თეირანთან მოლაპარაკებები გაგრძელებულიყო.
