მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეირანთან შეთანხმება „ძირითადად მოლაპარაკებულია“ და დეტალები მალე გამოცხადდება, მსოფლიოში ნავთობის ფასი შემცირდა.
„ბიბისის“ ცნობით, მსოფლიო ბაზარზე Brent-ისმარკის ნავთობის ფასი 5.5%-ით დაეცა და ერთ ბარელზე 97.9 აშშ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება აშშ-ის ბაზარს, ნავთობის ფასი 5.8%-ით დაეცა და 90.99 აშშ დოლარს მიაღწია.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობისფონზე მდგომარეობა გაუმჯობესდა იაპონიის საფონდო ბირჟაზეც. „ბიბისის“ ინფორმაციით, იაპონიაში Nikkei 225-ის საფონდო ინდექსმა პირველად ომის დაწყების შემდეგ 65 000-ს გადააჭარბა და 2.9%-იანი ზრდა აჩვენა.