PMC Research-ის მიერ მომზადებული „დასაქმების თრექერის“ თანახმად 2023 წლის I კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ.

2023 წლის I კვარტალში, BAG დასაქმების ბარომეტრმა 34.0 ქულა შეადგინა, რაც 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, 4.9 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

2023 წლის I კვარტალში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. 2023 წლის I კვარტალში დასაქმების ბარომეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში ფიქსირდებოდა (69 ქულა), ყველაზე დაბალი კი მრეწველობის სექტორში - 25.


2023 წლის I კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 33%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 7%-მა შეამცირა, ხოლო 60%-მა არ შეცვალა.

გამოკითხული კომპანიების 45% გეგმავს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის II კვარტალში, 5% გეგმავს შემცირებას, ხოლო 50% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას.

2023 წლის II კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2023 წლის II კვარტალში, კომპანიათა 69% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.