აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთის მიერ რუსული ნავთობის შეძენის გამო იმედგაცრუებულია.
მისვე თქმით, ინდოეთსა და აშშ-ს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და სანერვიულო არაფერია.
„იცით, მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ ინდოეთი ამდენ ნავთობს ყიდულობს, როგორც იცით, რუსეთისგან. მე ეს მათ ვაცნობე. ჩვენ ინდოეთს ძალიან მაღალი ტარიფი დავუწესეთ, 50%-იანი ტარიფი. მოდისთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც იცით, ის აქ რამდენიმე თვის წინ იყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არის თუ არა ამ ეტაპზე ინდოეთთან ურთიერთობების გადატვირთვისთვის, ტრამპმა განაცხადა, რომ ამისთვის ყოველთვის მზად იქნება.
„მოდისთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ის შესანიშნავი პრემიერ-მინისტრია. მე ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მექნება, მაგრამ უბრალოდ არ მომწონს, რასაც ის ამ კონკრეტულ მომენტში აკეთებს. თუმცა, ინდოეთსა და აშშ-ს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. არაფერია სანერვიულო“, – აღნიშნა ტრამპმა.