წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის II კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.0 პროცენტით შემცირდა და 870.5 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 398.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 4.8 პროცენტით ჩამორჩება.

ღორის რაოდენობა 175.6 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 12.5 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 6.6 პროცენტით გაიზარდა და 11.1 მილიონი ფრთა შეადგინა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს