2026 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 100.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 58.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 12.2 პროცენტი), ხოლო ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები მესამე ადგილზეა 51.0 მლნ. აშშ დოლარით (10.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2026 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 150.0 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 13.3 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 96.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.6 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 79.1 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.0 პროცენტი). 

წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა