გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ის, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2" -ის ეთერში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორუფციის აღმოფხვრის მიმართულებით ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა.
„იყო სერიოზული გამოწვევები, ამაზე ჩვენ არ მოვერიდეთ საჯაროდ საუბარს. მიუხედავად იმისა, რომ ამას ჰქონდა თავისი უარყოფითი მხარე. ვხედავდით, რომ სპეკულაციებისთვისაც იყენებდნენ ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ მოვერიდეთ ამ ყველაფერზე საჯაროდ საუბარს, მათ შორის იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც იყო გუნდის შიგნით. ჩვენ მიზნად დავისახეთ კორუფციის აღმოფხვრა. ამ მიმართულებით გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას, რაც აუცილებელი პირობაა ქვეყნის განვითარებისთვის - კობახიძე
არ ვცნობთ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოებს, რომელთა საფუძველზეც საქართველოს ოკუპირებულ თვითგამოცხადებულ რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა - მათ შედეგს არავითარი იურიდიული ძალა არ გააჩნია - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი
საქართველო დიპლომატიურ ურთიერთობებს დაამყარებს ნაურუს რესპუბლიკასთან, რომელმაც ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარება გააუქმა
ირაკლი კობახიძე სკოლებისა და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციაზე - იყო გამოწვევები, თუმცა ყველაფერი არის დაძლეული
შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის ან კომპანიების ბრალეულობა - ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობაც დადგება - ირაკლი კობახიძე ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტებზე
პაპუაშვილი ნამახვანჰესის პროექტის ჩაშლას ბრიუსელიდან დაფინანსებას უკავშირებს