საქართველო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ შედგენილ გარდამავალი ენერგეტიკის რეიტინგში 120 ქვეყანას შორის 62-ე ადგილზეა.

გარდამავალი ენერგეტიკის ინდექსის მიხედვით, წელს საქართველომ 54,8 ქულა დააგროვა, მაშინ, როცა გლობალური საშუალო მაჩვენებელი 56.3%-ია. ამასთან, ქვეყანამ ამ სფეროში წარმოების ინდექსით 64,0, ხოლო გარდამავალი ენერგეტიკისთვის მომზადების დონით 41,0 ქულა მიიღო.

რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, მეზობლებიდან პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რომელმაც რეიტინგში გარდამავალი ენერგეტიკის ინდექსით 62 ქულა, წარმოებით 69,6, ხოლო გადასვლაზე მზადყოფნით 50,7 ქულა დააგროვა და 32-ე ადგილზე გავიდა.

საქართველომ გადაუსწრო სომხეთს, თურქეთსა და უკრაინას, ხოლო რუსეთი კვლევაში არ იქნა განხილული.

უკრაინა საქართველოს მხოლოდ ორი პოზიციით ჩამორჩება და 64-ე ადგილზეა. რეიტინგში გარდამავალი ენერგეტიკის ინდექსით უკრაინამ 54,5 ქულა, წარმოებით 63,2, ხოლო გადასვლაზე მზადყოფნით 41,5 ქულა დააგროვა.

უკრაინას მოსდევს თურქეთი, რომელმაც (შესაბამისად) 54.3-58.9-47.4 ქულებით 65-ე ადგილი დაიკავა, ხოლო სომხეთი (შესაბამისად) 53.6-60.0-44.1 ქულებით 72-ე ადგილზეა.

გარდამავალი ენერგეტიკის რეიტინგის ლიდერ სამეულში შვედეთი (78.5-81.0-74.8), დანია (76.1-73.7-79.8) და ნორვეგიაა (73,7-77,3-68,3).

bpn.ge