"საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა" (TCRC) წინასაარჩევნოდ საზოგადოებას წარუდგინა მორიგი კვლევა, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდა.
კვლევის სახელწოდებაა „ეკონომიკური კეთილდღეობა - საბაზისო ინფრასტრუქტურული პროექტები“ და მოიცავს, 100-ზე მეტ პრიორიტეტულად განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებიც, კვლევის ავტორის, პაატა ცაგარეიშვილის, აზრით, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა განხორციელდეს, რის საფუძველზეც, ქვეყანაში შეიქმნება, მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი - ბაზისური ინფრასტრუქტურა, რაც წინაპირობაა ქვეყანა გადავიდეს განვითარების შემდგომ ეტაპზე და გეგმაზომიერად დასახოს ინსფრასტრუქტურის მოდერნიზაციის შემდგომი ორიენტირები.
როგორც პაატა ცაგარეიშვილმა "კომერსანტს" განუმარტა, კვლევა მოიცავს, როგორც ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე, „ქართული ოცნების“ მმართველობის 12 წელში, დაანონსებულ და განუხორციელებელ (იგულისხმება საერთოდ არ დაწყებული) აგრეთვე დაწყებულ, გარკვეულ ეტაპამდე მისულ, მაგრამ დაუსრულებელ პროექტებს. კვლევაში თავმოყრილია, რიგი ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტტებიც, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოში იქნა დაწყებული და „ქართულმა უცნებამ,“ მმართველობის 12 წელიწადში, ვერ უზრუნველყო მათი დასრულება, რაც, პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, ააშკარავებს, ფინანსურად ტევადი პროქტების მართვაში „ოცნების“ უუნარობას.
"საბაზისო ინფრასტრუქტურულ პროექტებში თავმოყრილია - ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტის და ლოგისტიკის ინფრასტრუქტურა, თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ციფრული ეკონომიკა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, ტურიზმის ინფრასტრუქტურა, საავტომობილო გზების ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება - წყალანირების ინფრასტრუქტურა, მყარი ნარჩენების ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირების ინფარსტრუქტურა, რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვის ინფრასტრუქტურა, წიაღისეული და სამთო მოპოვების ინფრასტრუქტურა," - ეუბნება "კომერსანტს" კვლევის ავტორი, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტი, პაატა ცაგარეიშვილი.
კვლევის დოკუმენტში, რომელიც "კომერსანტს" ექსკლუზიურად მოაწოდეს, მთავარ პრიორიტეტად გამოყოფილია ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების მოზიდვის კომპონენტი.
დოკუმენტზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ პრიორიტეტებს, რომელიც კვლევაში იკვეთება:
პრიორიტეტი 1. ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობა
პრიორიტეტული იქნება, ინვესტორების საგრანტო პროგრამით წახალისება. უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებისათვის, საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემდეგ შეთავაზებული იქნება კვალიფიციური ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული მექანიზმი მიმართული იქნება ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობისკენ, ტექნოლოგიის შემოდინების და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ. აქცენტი გაკეთდება ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის პროდუქციის, სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების წარმოებაზე, დასაწყობება და ლოგისტიკური ცენტრების შექმნაზე, საჰაერო ხომალდების რემონტსა და ტექნიკურ მომსახურებაზე. 10 მლნ ლარის მინიმალური ინვესტიციის და 100 შექმნილი სამუშაო ადგილის შექმნის პირობებში ინვესტორ კომპანიას წახალისების მიზნით გრანტის სახით დაუბრუნდება, ჩადებული ინვესტიციის - 10%.
პრიორიტეტი 2. ქვეყანაში გლობალური ინდუსტრიის ლიდერი ინვესტორების შემოყვანა
საინვესტიციო შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით, აქცენტი მიმართული იქნება ქვეყანაში გლობალური ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების შემოყვანაზე. საინვესტიციო შეთავაზების პოპულარიზაციისა და მიზნობრივი კომპანიების დაინტერესებისათვის ეფექტიანი შეთავაზებებით, ჩატარებული იქნება პროაქტიული კომუნიკაცია. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, ე.წ. location advisers / საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტების ჩართვას, რომლებიც საერთაშორისო კომპანიებს კონსულტაციებს გაუწევენ და დაეხმარებიან მათი საინვესტიციო პროექტების საქართველოში განხორციელებაზე.
პრიორიტეტი 3. მცირე და საშუალო საწარმოთა სამართლებლივი ხელშეწყობა
მცირე და საშუალო საწარმოთა ხელშეწყობის მიზნით სრულფასოვნად დაინერგება ამა თუ იმ კანონის შესაძლო სარგებელის, დანახარჯებისა და ეკონომიკური შედეგების, რეგულაციის გავლენის შეფასების (RIA SME Test) ტესტი. ფართოდ დაინერგება საგადასახადო და ბიზნესდავების ოპერატიულად გადაწყვეტის მექანიზმები, როდესაც დავა გრძელდება წლების განმავლობაში, ზარალდება როგორც ბიზნესი ასევე სახელმწიფო ბიუჯეტი. ინტენსიური მუშაობა გაგრძელდება მცირე და საშუალო მეწარმეთა შორის ბიზნესდავების ალტერნატიული მექანიზმებით,
განსაკუთრებით კი, მედიაციის და არბიტრაჟის გამოყენებით ხელსაყრელი პირობების შექმნასა და პოპულარიზაციაზე. სამეწარმეო სექტორში წარმოქმნილი და გაჭიანურებული დავების მოგვარების მიმართულებით, აქცენტი გადატანილი იქნება საგადასახადო დავების სისტემის რეფორმის სრუფასოვან განხორციელებაზე, გათვალისწინებული იქნება ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს მუდმივი და დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტება, რათა ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის მიზნით, საგადასახადო დავალიანების დაკისრების კანონიერებაზე გადაწყვეტილება შემოწმებელის მიერ არ იქნეს მიღებული. ბიზნესის მხრიდან დარიცხულ დავალიანების მიუღებლობის პირობებში, საგადასახადო დავების ხუთსაფეხურიანი სისტემა სამამდე შემცირდება.
პრიორიტეტი 4. მცირე და საშუალო საწარმოთა დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობა
მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების მიზნით, საფინანსო რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებული და შეღავათიანი მექანიზმების ამოქმედებით, აქტიურად მხარდაჭერილი იქნება, ახალი საწარმოების შექმნის, არსებულის გაფართოვება / გადაიარაღების, იმპორტული საქონლის ადგილობრივით ჩანაცვლების, აგრო და ეკო-ტურიზმის ხელშეწყობის მიმართულელები. რისი მიღწევაც სახელმწიფოს მიერ კომერციული ბანკების ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების ნაწილობრივი უზრუნველყოფის გზით იქნება შესაძლებელი. კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით, ხელი შეეწყობა მეწარმე კომპანიებისთვის, ფასიანი ქაღალდების გამოშვების თანადაფინანსების მექანიზმის დანერგვას.
პრიორიტეტი 5. სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაჩქარება
დაჩქარდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების რეფორმირების პროცესი. ცენტრალურ ბიუჯეტიდან, სუბსიდირების გამორიცხვის მიზნით, აქცენტი გადატანილი იქნება კომერციულად მდგრადი სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე, შემუშავდება რეგულირების ერთიანი სამართლებრივი ჩარჩო დოკუმენტი, რისი შედეგი სახელმწიფო საწარმოების მიერ გადახდილი დივიდენდების მნიშვნელოვან ზრდაში აისახება. რეფორმის მოდელი გამორიცხავს, სახელმწიფოს მხრიდან კრედიტის გარანტორობას, რათა საკრედიტო რისკის დადგომის შემთხვევაში, სახელმწიფი საწარმოს ვალები ბიუჯეტის გადასახდელი არ აღმოჩნდეს. სახელმწიფო აიღებს ვალდებულებას, რომ აღარ მოხდება სახელმწიფო საწარმოებიდან კვაზი ფისკალური ოპერაციების გაზრდა. შედეგად სახელმწიფო საწარმოებს გაუჩნდებათ პოტენციალი, დამოუკიდებლად მოიზიდონ სახსრები კომერციული პირობებით. რაც, პირველ რიგში,
წაახალისებს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებას. აქცენტი გადატანილი იქნება კომპანიებში დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოს ფუნაციონირების მექანიზმების სრულყოფას, რომელიც დანიშნას და განთავისუფლებს კომპანიის დირექტორატს. დაინერგება შიდა კონტროლის სისტემა, შეიქმნება კომპანიის შიდა აუდიტის, რისკის მენეჯმენტის სისტემა. საპილოტე სახით რეფორმირების პროცესი დაინერგება, ოთხ მსხვილ კომპანიაში - ენერგოსისტემაში, საქართველოს რკინიგზაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციაში და აეროპორტების გაერთიანებაში.
ენერგეტიკის სექტორში გადასადგმელ ნაბიჯებს "კომერსანტი" ცალკე სტატიაში შემოგთავაზებთ 15:30 საათზე