2025 წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით გაიზარდა. დღეს მშპ-ს ზრდის მთავარი კონტრიბუტორი ტექნოლოგიები და ბიზნეს-სერვისებია. ამის შესახებ ICT-ის კვლევაშია აღნიშნული.

„სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის პირველ 5 თვეში ეკონომიკა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.8%-ით გაიზარდა, წლის პირველი კვარტლის საშუალო ზრდა კი 9.3%-ია.

ბოლო წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ფაქტორებმა მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. თუკი წლების წინ ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში წამყვანი როლი ეკავა ისეთ სექტორებს, როგორიცაა მაგალითად ვაჭრობა და მშენებლობა, დღეს მშპ-ს ზრდის მთავარი კონტრიბუტორი ტექნოლოგიები და ბიზნეს-სერვისებია.

ეს ცვლილებები ასახავს როგორც გლობალურ ტენდენციებს, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე ტენდენციებს. მაგალითად, თუკი 10 წლის წინ სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 60%-ს აღწევდა, 2024 წელს სექტორის ზრდის მაჩვენებელი 7.4% იყო;

თუკი მშენებლობის სექტორის ზრდა 25%-ს აღემატებოდა, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 14%-ის ფარგლებშია. ICT სექტორი კი ერთ-ერთია, იმ სექტორებს შორის რომელიც მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებს - თუკი 2015 წელს სექტორის ზრდის მაჩვენებელი 9%-ის ფარგლებში იყო, 2024 წელს მან 25%-ს მიაღწია.

2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირებული 9.2%-იანი ეკონომიკური ზრდიდან თითქმის მესამედი სწორედ ICT სექტორზე მოდიოდა“, - აღნიშნულია ICT-ის ანალიზში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი