საქსტატმა 2023 წლის აპრილის წლიური ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში ფასების საერთო დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით გაიზარდა.
ყოველწლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.04 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (10.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (10.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (9.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.1 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8.7 პროცენტი), თევზეული (6.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (3.4 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.5 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-14.8 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-4.4 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 10.3 პროცენტიანი მატება, რაც 1.05 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (31.0 პროცენტი) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (4.6 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.66 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.5 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (8.0 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები შემცირდა 7.9 პროცენტით, რაც -0.78 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასების კლება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.7 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (11.3 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (7.6 პროცენტი).
აპრილში წლიური ინფლაცია 2.7%-მდე შემცირდა
ჩვენი ხელი გაწვდილია, ველოდებით პასუხს ამერიკის შეერთებული შტატებიდან - ირაკლი კობახიძე
არავითარი პირდაპირი კორელაცია ევროკავშირში გაწევრიანებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არ არსებობს - ირაკლი კობახიძე
კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში არის პრინციპულად დამარცხებული - ირაკლი კობახიძე
ეფექტიანობის დეპარტამენტის 1-წლიანი მუშაობის შედეგად ჯამში დაიზოგა 101 მლნ ლარი - ირაკლი კობახიძე
ევროპარლამენტმა თავი გაუტოლა რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას, რუსეთი უარყოფს საქართველოს სუვერენიტეტს ტერიტორიის მეხუთედზე, ევროპარლამენტი უარს ამბობს, აღიაროს სუვერენიტეტი მთელ ტერიტორიაზე - შალვა პაპუაშვილი