აპრილის თვეში ამოქმედდა 3 ელექტროსადგური, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის პუბლიკაციდან ირკვევა.
როგორც მიმოხილვაშია ნათქვამი, ტესტირების რეჟიმში გაეშვა 2 ჰიდროსადგური - „ჭიორა ჰესი“ და „ბახვი 2ბ“ ჰესი, ჯამურად 40 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით, ხოლო ექსპლუატაციაში შევიდა 18.7 მგვტ-იანი „ზემო ქარის სადგური“.
გარდა ამისა, ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა 5.1 ტვტ.სთ-მდე, რაც საინვესტიციო ბანკის შეფასებით, განსაკუთრებით ცივ ზამთარს და ფეროშენადნობების სექტორების გააქტიურებას უკავშირდება. იანვარ-აპრილში, თბოგენერაციისა და იმპორტის წილმა ჯამურ მიწოდებაში 44.3% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 39.2%-ს აღემატება.