"ქართული აკვაკულტურის კოშმარი"ოფიციალური (საქსტატის) მონაცემებით აკვაკულტურა საქართველში უკვე მე-4 წელია ზედიზედ მცირდება, - ამის შესახებ საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით იქთიოლოგი არჩი გუჩმანიძე იუწყება.

მისი თქმით,  საქართველოს აკვაკულტურა 2021 წლიდან - 2024 წლის ჩათვლით 408,6 ტონით შემცირდა. ეს მაშინ როდესაც:

  • სწორედ 2021 წელს (საიდანაც დაიწყო აკვაკულტურამ კლება) მიიღო კანონი „აკვაკულტურის შესახებ“ და ამ კანონიდან გამომდინარე 9 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი. პარლამენტში წარდგენილი კანონის განმარტებითი ბარათით ეს კანონი ამ დარგის აყვავებას და საქართველოს ეკონომიკის წამყვან დარგად ქცევას გვპირდებოდა;
  • ჩვენს ყველა მეზობელს (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი) აკვაკულტურის ბუმი აქვს, აკვაკულტურა იზრდება ჩვენს შორეულ სამეზობლოშიც, მაშინ როდესაც საქართველოს ყველა მათგანზე უკეთესი პირობების აქვს ამ დარგის განვითარებისთვის. მაგალითად ჩრდილოეთ ოსეთში, რომელიც ფართობით იმერეთის ხელაა და აკვაკულტურის განვითარების პირობებით საქართველოს ვერ აღემატება 2024 წელს აკვაკულტურის პროდუქციამ 10 000 ტონას მიაღწია, რაც მთელ საქართველოს აკვაკულტურის პროდუქციას დაახლოებით 4-ჯერ აღემატება. სომხეთის აკვაკულტურის პროდუქცია 2024 წლისათვის დაახლოებით 20 ათასი ტონაა, რაც საქართველოს აკვაკულტურის პროდუქციას 8-კერ აღემატება;
  • ამ წლებში აკვაკულტურის განვითარებაში ჩვენმა სახელმწიფომ დახარჯა მილიონები (სხვადასხვა მხარდამჭერი პროგრამები, სხვადასხვა დოკუმენტები შემუშავება, დარგის განვითარებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებში შტატების დამატება, ხელფასების ზრდა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და სხვა), გარდა ამისა სხვადასხვა დონორებს დაახარჯვევინა კიდევ მილიონები.

არ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ პრობლემების აღწერით ვარ დაკავებული:

  • 2020-2021 წლებში ამ კანონის მიღების პროცესში (სანამ ჯერ კიდევ პარლამენტში განხილვები იყო) რამოდენიმეჯერ პირადად მივწერე მაშინდელ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრს და განუმარტე, რომ ამ კანონის ამ სახით მიღება დარგს დაღუპავდა, კონკრეტულად მივითითე ის საკითხები, რომელბიც აუცილებლად გასასწორებელი იყო - შედეგი „0“;
  • 2022-2023 წლებში, კანონის მიღების მერე შევიმუშავე და სამინისტროს რამოდენიმეჯერ გადავუგზავნე რეკომენდაციების ვრცელი პაკეტი, თუ რა უნდა გაკეთებულიყო სიტუაციის გასაუმჯობესებლად - შედეგი „0“ - წერს იქთიოლოგი და იმასაც აღნიშნავს, რომ ესაა "კლასიკა და ქრესტომათია იმისა, თუ როგორ უნდა გაანადგურო დარგი".

აკვაკულტურის შესახებ კანონის მიღებიდან გასულია 5 წელი და: საქართველოში აკვაკულტურის საქმიანობას ახორციელებს დაახლოებით 500 - მდე სუბიექტი, მათგან ოფიციუალური ინფორმაციით (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2025, თებერვალი) აკვაკულტურის ნებართვა გააჩნია მხოლოდ 99 სუბიეტს ანუ დაახლოებით 20%-ს. გამოდის, რომ საქართველოს აკვაკულტურის 80% არალეგალურია, ანუ სექტორის 80% ახორციელებს უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

აჭარაში აღრიცხულია 120-მდე აკვაკულტურის სუბიექტი, დღეისათვის აქტიურია დაახლოებით 30.

ოფიციალური ინფორმაციით (გარემოს ეროვნული სააგენტო, 2025 თებერვალი) აჭარაში აკვაკულტურის ნებართვა გააჩნია მხოლოდ 1 სუბიეტს, ანუ აჭარის აკვაკულტურის 97% არალეგალურია.