შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორის განცხადებით, 2026 წლისთვის, მელიორაციის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტო ოდენობის დაფინანსება - 83 მილიონი ლარი გამოიყო.

 

„ასეთი მიდგომა და მხარდაჭერა დარგის მიმართ მნიშვნელოვან როლს შეიტანს კომპანიისგან ვითარებაში და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. ჩვენი მიზანია, გვქონდეს რაც შეიძლება მეტი გარანტირებულად გასარწყავიანებული ნაკვეთი. ეს  გულისხმობს ახალს ან/და განახლებულ სამელიორაციო ინფრასტრუქტურას, რაც  სარწყავი სისტემის სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს და ფერმერთა მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.

 

ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.