PMCG–ს დასაქმების თრექერის მიხედვით, 2025 წლის ივლისში jobs.ge-ზე 8,183 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2025 წლის ივნისთან შედარებით 5.5%- ით მეტი, ხოლო 2024 წლის ივლისთან შედარებით 4.5%-ით ნაკლებია.

თვიურ ჭრილში ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში (+11.1%), ხოლო ყველაზე მცირე ზრდა - გაყიდვებისა და შესყიდვების კატეგორიაში (+0.3%). წლიურ ჭრილში, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა

ასევე ინფორმაციული ტექნოლოგიების და პროგრამირების კატეგორიაში (+26.8%), ხოლო ყველაზე დიდი კლება – ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში (-11.2%).

2025 წლის მაისიდან 2025 წლის ივლისის ჩათვლით, გამოქვეყნდა 23,232 ვაკანსია, რაც 2024 წლის
შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. აღნიშნულ პერიოდში, ყველაზე დიდი, 10.9%-იანი, კლება დაფიქსირდა ლოგისტიკის, ტრანსპორტისა და დისტრიბუციის კატეგორიაში.