სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად, აქტიურად ახორციელებს მოძრავი ქონების აუქციონის წესით გასხვისებას.
2025 წელს გაყიდულმა მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ 12 047 986 ლარი შეადგინა.
ყველაზე მოთხოვნად კატეგორიებს შორისაა სატრანსპორტო საშუალებები, საიუველირო ნაკეთობები, სამშენებლო ტექნიკა, სხვადასხვა ტიპის ხელსაწყოები და მასალები, კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა.
ინფორმაციას სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს