თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს.

თურქეთის დიპლომატიური უწყების ცნობით, საქმე ეხება ბალისტიკურ რაკეტასთან დაკავშირებულ ინციდენტს, როდესაც ნატო-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთის მიმართულებით ნასროლი ირანული რაკეტა ჩამოაგდეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო ირანის ელჩს საპროტესტო ნოტას გადასცემს.