Aluminium Bahrain (Alba) თავის კონტრაქტებზე ფორსმაჟორი გამოაცხადა, რადგან მას ალუმინის პროდუქციის გადაზიდვა არ შეუძლია, – განუცხადა კომპანიის წარმომადგენელმა Reuters–ს.
„ეს დაკავშირებულია ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებასთან რის გამოც ვერ ვახორციელებთ გადაზიდვას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ წარმოებას, მაგრამ ლითონი აქ, ალბაში იმყოფება“, - თქვა მან.
Alba - ახლო აღმოსავლეთში ალუმინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია.