კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის, FIBA-ს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა ევროპული ნაკრებების რეიტინგი, რომელშიც საქართველო 23-ე პოზიციაზეა.
რეიტინგი მსოფლიო ჩემპიონატის თებერვალ-მარტის ფანჯრის მიხედვითაა შედგენილი, სადაც საქართველომ დანიის ნაკრები ორჯერ დაამარცხა. ნოემბრის ფანჯრის შემდეგ ჩვენმა გუნდმა ხუთი საფეხურით წინ წაიწია.
FIBA-ს ტექსტში ვკითხულობთ:
„საქართველო მომდევნო ეტაპზე გავიდა. კარგად გამოიყურება. წინ კიდევ ორი მნიშვნელოვანი მატჩია – უკრაინასთან და ესპანეთთან (ივლისში). რამდენი მოგებით გადავა საქართველო მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ჯერ უცნობია.
ეჭვგარეშეა ერთი რამ – თორნიკე შენგელიას MVP-ს პოტენციალი. მან კიდევ ორი მატჩი ჩაატარა მაღალ დონეზე და კიდევ ერთხელ განიმტკიცა ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი კალათბურთელის სტატუსი ევროპის მასშტაბით. არ შეიძლება, იგი პატივისცემას არ იწვევდეს საქართველოს ნაკრებში თამაშით“.
რეიტინგში პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – პოლონეთი, მესამეზეა ესპანეთი – მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ოთხივეს ოთხ-ოთხი მოგება აქვს.