საქართველოში 2024 წელს ციტრუსის წარმოება შემცირდა. საქსტატის მიხედვით, ქვეყანამ გასულ წელს ჯამში 55.4 ათასი ტონა ციტრუსი აწარმოა, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა 2023 წლის მაჩვენებელზე. ციტრუსის წარმოების შარშანდელი მაჩვენებელი ოდნავ აჭარბებს 2022 წლის მაჩვენებელს, როცა საქართველომ 53.1 ათასი ტონა ციტრუსი მოიწია.
შარშან შემცირდა ციტრუსის ექსპორტიც.
საქსტატის მიოხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 3,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5000-მდე ტონა ციტრუსი გავიდა. შარშან კი იანვარ-თებერვალში ქვეყანამ საზღვარგარეთ 9,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 16 000 ტონამდე ციტრუსი გაყიდა. 2024 წელს ქვეყნიდან 34,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 58 000 ტონამდე ციტრუსი დაექსპორტდა, 2023 წელს - 34,8 მლნ აშშ დოლარის 53 500 ტონა ციტრუსის ექსპორტი განხორციელდა.
ქართული ციტრუსი ყველაზე მეტად რუსეთსა და სომხეთში იყიდება.
ციტრუსის საექსპორტო ქვეყნები (2024 წელი):
- რუსეთი - 22,6 მლნ აშშ დოლარი - 35 829 ტონა
- სომხეთი - 10,4 მლნ აშშ დოლარი - 19 456 ტონა
- უკრაინა - 791 060 აშშ დოლარი - 1 311 ტონა
- ბელარუსი - 276 970 აშშ დოლარი - 402 ტონა
- აზერბაიჯანი - 357 950 აშშ დოლარი - 373 ტონა
- ყაზახეთი - 56 890 აშშ დოლარი - 142 ტონა
- გერმანია - 369 060 აშშ დოლარი - 75 ტონა
- მოლდოვა - 31 930 აშშ დოლარი - 61 ტონა
- თურქეთი - 19 710 აშშ დოლარი - 34 ტონა
- მონღოლეთი - 23 230 აშშ დოლარი - 20 ტონა
- უზბეკეთი - 13 790 აშშ დოლარი - 19 ტონა