2022 წელს კომუნიკაციების დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში სულ 434,299,755 ლარი შევიდა. ამის შესახებ საუბარია კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშში.
„გასულ წელს მაუწყებლების მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადახდილმა თანხამ 38,145,575 ლარი შეადგინა, ხოლო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული ან/და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ შეტანილმა თანხამ - 396,119,119 ლარი.
რაც შეეხება ლიცენზირებიდან მიღებულ შემოსავალს, 2022 წელს სულ კომუნიკაციების სფეროდან სახელმწიფო ბიუჯეტში 15,759 ლარი შევიდა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის ჯარიმის სახით ბიუჯეტში 19,302 ლარი ჩაირიცხა.“- ნათქვამია ანგარიშში.