რომელია 5 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე  მინერალური წყლებისა და მტკნარი სასმელი წყლის მწარმოებელი საწარმო საქართველოში.

საქსტატის მიერ „კომერსანტისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის I კვარტალის ბრუნვის მიხედვით ტოპ 5 საწარმო ასე გამოიყურება (სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)

  • შპს აქვა გეო

    დაფუძნდა 2009 წელს. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო - თავმჯდომარე/წევრი: ლაშა ბოლქვაძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ჯემალ ონიანი,  წევრი: სალომე ნიკოლეიშვილი. გენერალური დირექტორი - ზურაბ გოზალიშვილი, კომპანიის 100%-იან წილს სააქციო საზოგადოება ინტელლეგენს ჰოლდინგ აგ, CHE-389.986.575 /შვეიცარია/ ფლობს. კომპანია აწარმოებს წყლებს სნო, სნო ლიმონი, კობი.

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი

    უცხოური საწარმოს ფილიალი. დაფუძნდა 1997 წელს. დამფუძნებლები შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება IDS Borjomi Beverages Co.N.V., 70172 /ნიდერლანდების ანტილის კუნძულები/, კურასაო, 05.05.1995. დირექტორი - ივანე მაჭავარიანი. კომპანია აწარმოებს მინერალურ წყალს ბორჯომი და ლიკანი. სასმელი მტკნარი წყალი ბაკურიანი

  • შპს სუფთა წყალი

    დაფუძნდა 2006 წელს. დირექტორი - ირაკლი კალმახელიძე,კომპანიის წილის მფლობელები გრიგოლ გოგოლაძე, 65%, ბექა ქარსიძე 35%. კომპანია „სუფთა წყალი” აწარმოებს „ბინული”-ს ბრენდის მტკნარ, სასმელ წყალს.

  • შპს წაღვერი

    დაფუძნდა 1995 წელს. დირექტორი გიორგი ძნელაძე. 50-50%-იან წილებს  საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქე გოჩა ჩხაიძე და რუსეთის მოქალაქე სერგეი კაციევი ფლობენ. ბრენდი „წაღვერი“.

  • სს წყალი მარგებელი
    დაფუძნდა 2005 წელს. დირექტორი - გრიგოლ გოგოლაძე კომპანია აწარმოებს მინერალური წყალი „ნაბეღლავს“ და წყაროს წყალ „ბახმაროს“

სამი კომპანია შპს აქვა გეო, აიდიეს ბორჯომი საქართველო და სს წყალი მარგებელი უცვლელად იყო ხუთეულში 2022 და 2021 წლებშიც.

2021-22 წლებში ხუთეულში იყო შპს საირმე მინერალ ვოთერსი. რომელიც 2023 წელს შპს წაღვერმა ჩაანაცვლა.  ხოლო 2021 წელს ხუთეულში მყოფი  შპს ვოთერლენდის ადგილი  2022-23 წლებში შპს სუფთა წყალმა დაიკავა.

რაც შეეხება ხუთეულიდან გასულ კომპანიებს

  • შპს საირმე მინერალ ვოთერსი

    დაფუძნდა 2003 წელს. მმართველობის ორგანო სამეთვალყურეო საბჭო წევრი: რობერტი გვიჩია,  წევრი: გია გვიჩია /რუსეთის ფედერაცია/,  დირექტორი - იანინა მაშკოვა /რუსეთის ფედერაცია/,  წილები კი ასე ნაწილდება იაკოვ გვიჩია, საქართველო, /რუსეთის ფედერაცია/ 92% , გია გვიჩია /სენტკიტსი და ნევისი/ 4% , ხათუნა გვიჩია, /სენტ-კიტსი და ნევისი/ 4%, კომპანიის პროდუქციაა მინერალური წყალი „საირმე“, წყაროს წყალი „ნაკადული“ და წყაროს წყალი „საირმის ნაკადულები“.

  • შპს ვოთერლენდი
    დაფუძნდა 2014 წელს, დირექტორი - ზაზა ვარსიმაშვილი, 100%-იანი წილის მფლობელიგიორგი გოგუაძე, სავაჭრო მარკა ვოთერგუდაური.