Yandex Go-ში დაემატა ახალი სერვისი „მუხტი“, რომელიც „ფაუერბანკების“ გაქირავებას ითვალისწინებს.
თბილისის მოსახლეობას ახლა შეუძლია მობილური დამტენების დაქირავება პირდაპირ მათთვის უკვე ნაცნობ Yandex Go-ის აპლიკაციაში. „ფაუერბანკის“ აღება შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც სმარტფონის ელემენტი მინიმალურ დონეზეა — მოწყობილობის მიღებას დაახლოებით 8 წამი სჭირდება, რადგან დამატებითი აპლიკაციის ჩამოტვირთვა, რეგისტრაცია ან საბანკო ბარათის მიბმა საჭირო არ არის.
დამტენის მისაღებად საკმარისია Yandex Go-ში რუკაზე აირჩიოთ უახლოესი გაცემის წერტილი, მიუახლოვდეთ სადგურს და „მუხტის“ განყოფილებაში QR-კოდი დაასკანიროთ. „ფაუერბანკის“ დაბრუნება შესაძლებელია ქსელის ნებისმიერ სადგურში. მოქმედი ტარიფი აპლიკაციაში ჩანს, როგორც გაქირავების წერტილზე დაკლიკებისას, ისე სადგურის QR-კოდის სკანირების შემდეგ.

ამ ეტაპზე ქალაქში უკვე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტი სადგური და მათი რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. სადგურები განთავსებულია კაფეებში, რესტორნებში, სავაჭრო ცენტრებში და სხვა ხალხმრავალ ადგილებში, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, „ფაუერბანკი“ სწრაფად და მოხერხებულად აიღონ - გადაადგილების მარშრუტის შეცვლის გარეშე.