რიგამ 2025 წლის ევროპის მობილობის კვირეულის ყოველწლიური ჯილდო მიიღო. ის გადაეცემა ქალაქებს, რომლებიც ხალხს მწვანე და ჯანსაღი ტრანსპორტის არჩევისკენ მოუწოდებენ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ლატვიის დედაქალაქის გამარჯვება უზრუნველყო მობილობის კვირეულის მდიდარმა პროგრამამ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან ქუჩის ღონისძიებებს, ციფრულ კამპანიებსა და ახალგაზრდულ სემინარებს.