ავიაკომპანია Wizz Air-ის პლატფორმაში ქუთაისი-კოპენჰაგენის მიმართულებით ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია.

ამ დროისთვის რეისები 2023 წლის პირველი დეკემბრიდანაა დამატებული და მათი ფასი 109 ლარიდან იწყება.

AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ამ დრომდე, საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა არ არსებობდა.