WizzAir-ს აქვს ინტერესი საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი. ამის შესახებ დღეს უნგრეთში საქართველოს ელჩის თამუნა ლილუაშვილისა და WizzAir-ის თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადის შეხვედრაზე ისაუბრეს. ინფორმაციას უნგრეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
„21 აპრილს, WizzAir-ის თანადამფუძნებელმა იოსიფ ვარადიმ, საქართველოს ელჩს, თამუნა ლილუაშვილს უმასპინძლა.
შეხვედრა ძალიან დადებით ატმოსფეროში შედგა, სადაც მხარეებმა რეალური შედეგები განხილეს- კომპანია WizzAir ქუთაისის აეროპორტიდან კიდევ 5 ახალ მიმართულებას ამატებს და ამასთანავე, აქვს ინტერესი საქართველოს სხვა რეგიონებშიც იყოს წარმოდგენილი.
საქართველოსა და კომპანია WizzAir შორის თანამშრომლობა უმაღლეს ნიშნულზეა.“- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.