ტურისტული კომპანია და DMC ოპერატორი "ჯუნი" ბათუმში აუთლეტ ვილიჯის გაკეთებას გეგმავს. როგორც ტურისტული კომპანიის დირექტორი ლაშა სეფერთელაძე "საქმიანი დილის" ეთერში აცხადებს, ახალი მიმართულების განვითარებაში დიდი წვლილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეიტანა, რომლის წევრიც კომპანია ცოტა ხნის წინ გახდა.
მისივე თქმით, ამჟამად საკითხზე აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
"ბუნებრივია, ბიზნესი რომ განვითარდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს, საჭიროა ასეთი ძლიერი ორგანიზაციის გვერდში დგომა და ჩვენ თითქმის ორი თვეა ვართ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი. მრავალი შეხვედრები გვქონდა მაღალი კატეგორიის ბიზნესმენებთან და ასეთ დასკვნამდე მივედით, რომ ბათუმს აუცილებლად სჭირდება აუთლეტი და აქტიურად ვმუშაობთ ახლა ბათუმის მერიასთან, რომ აუთლეტი გავაკეთოთ. შევხვდით ბათუმში მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს ამასთან დაკავშირებით და აქტიური მოლაპარაკებები არის. წამყვან ბრენდებთან გვაქვს მოლაპარაკებები, ეს იქნება "ადიდასი", "ნაიკი" და ასე შემდგომ",- ამბობს ლაშა სეფერთელაძე.