უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვის დონბასის რეგიონის დათმობის სანაცვლოდ შესთავაზა.

ზელენსკის თქმით, რადგან აშშ ახლა ირანთან საკუთარ კონფლიქტზეა კონცენტრირებული, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას აძლიერებს, რათა რუსეთ-უკრაინის ომი სწრაფად დასრულდეს.

„პრეზიდენტი ტრამპი, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, კვლავ ირჩევს სტრატეგიას, უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს უკრაინულ მხარეზე. ამერიკელები მზად არიან ამ გარანტიების მაღალ დონეზე გაფორმებისთვის მას შემდეგ, რაც უკრაინა დონბასიდან გასვლისთვის მზად იქნება“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ ასეთი ნაბიჯი დაასუსტებს როგორც უკრაინის, ისე ევროპის უსაფრთხოებას, რადგან რეგიონში არსებული ძლიერი თავდაცვითი პოზიციები რუსეთს გადაეცემა.