საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა, ქართულ ბრენდებს იაპონურ აუდიტორიასთან თანამშრომლობას სთავაზობს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მეგობრებო, ვეძებ ქართული პროდუქტის/ბრენდის მწარმოებლებს, რომელ კომპანიასთანაც შედგება კომუნიკაცია, შემიძლია შემდეგ ვეწვიო წარმოების ადგილს ან მაღაზიას, რა დროსაც გავეცნობი პროდუქტს და გავაშუქებ იაპონურ აუდიტორიასთან, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე.

გთხოვთ გაუზიაროთ მეგობრებს. მზად ვარ პირადში გავაგრძელო კომუნიკაცია კომპანიებთან და მეწარმეებთან.

ერთად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები. ინფორმაციისთვის ეს არის ჩემი X-ის ანგარიში, სადაც განვათავსებ ქართული პროდუქტების შესახებ ინფორმაციას - https://x.com/TeimurazLezhava“- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ელჩი იაპონიაში თეიმურაზ ლეჟავა.