რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) ირწმუნება, რომ ევროკავშირს მოლდოვის ოკუპაცია აქვს განზრახული. ამასთან, სააგენტოს მტკიცებით, NATO დნესტრისპირეთის დაშინების მიზნით უკრაინის ოდესის ოლქში სამხედროების განლაგებას აპირებს. СВР-ის პრესსამსახურის განცხადებას რუსული სამთავრობო მედია TASS ავრცელებს. განცხადების მიხედვით, ბრიუსელი გეგმავს, რომ მოლდოვა თავისი "რუსოფობიური პოლიტიკის" ნაწილად დატოვოს.
"ამის გაკეთება იგეგმება ყველაფრის ხარჯზე, მათ შორის, სამხედროების გაგზავნითა და ქვეყნის დე ფაქტო ოკუპაციით. ამ ეტაპზე, NATO-ს წევრი სახელმწიფოების შეიარაღებული ძალები რუმინეთში, მოლდოვის საზღვართან, კონცენტრირდებიან." - აცხადებს СВР.სააგენტო ასევე ირწმუნება, რომ საფრანგეთიდან და გაერთიანებული სამეფოდან გაგზავნილი სამხედროების პირველი დაჯგუფება უკვე ადგილზე იმყოფება