გერმანიის სიდიდით მეორე ბანკმა, Commerzbank AG-მ, 1 მილიარდ ევრომდე ღირებულების აქციების უკან გამოსყიდვის პროგრამა გამოაცხადა.

Buyback–ი 25 სექტემბერს დაიწყება და არაუგვიანეს 2026 წლის 10 თებერვლისა დასრულდება.

2025 წლის დასაწყისიდან Commerzbank-ის საბაზრო კაპიტალიზაცია გაორმაგდა (35 მილიარდ ევროზე მეტი), ხოლო DAX-ის საფონდო ინდექსმა 18%-ით მოიმატა.

წყარო: Interfax