საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „შპს ავტოგრაფის“ 100%-იანი წილი  ტაჯიკეთის მოქალაქე მირზო ჯამშედზე გასხვისდა.

შპს ,,ავტოგრაფი” ვაკის საცურაო აუზისა და  ფიტნესს კლუბის მფლობელი კომპანიაა. 

არსებული ინფორმაციით, „შპს ავტოგრაფის“ (საიდ. №416346635) სრული წილი აქამდე იონა ქობულიას  ეკუთვნოდა.

,,კომერსანტის" ინფორმაციით, გარიგების სავარაუდო ღირებულება 20 მილიონი დოლარია. 

ბიზნეს რეესტრის თანახმად აუზის აქტივები 18.6 მილიონ ლარს შეადგენს. 2023 წელს მისი ამონაგები 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა ობიექტი 1.9 მილიონი ლარის ზარალზე იყო. ღია მონაცემების თანახმად, მირზო ჯამშედი ფარმაცევტულ ბიზნესში არის ჩართული და ბრიტანეთში არის კომპანია EVOLET HEALTHCARE LIMITED-ის დირექტორი. ასევე არის ტაჯიკეთის ჭადრაკის ფერედაციის ვიცე-პრეზიდენტი. რაც შეეხება აუზის წინა მესაკუთრეს, იონა ქობულიას, ისიც ფარმაცევტულ სექტორში არის ჩართული და ფლობს 90%-ის წილს სააფთიაქო ქსელ "ფარმსახლში".