წინა წლის ანალოგიურ პერიოდს რომ შევადაროთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წელი უკეთესი იყო. წინა წელს უკეთესი მაჩვენებლები იყო. წელს დამსვენებელთა რაოდენობა, დაახლოებით, 30%-ით არის შემცირებული, - ამის შესახებ მესტიაში მდებარე სასტუმრო Chalet Mestia-ს მფლობელმა ივერი ჭელიძემ "ბიზნესპარტნიორთან"  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდში არც წინასწარი ჯავშნები არ შედის და 8 იანვრიდან დღეში მხოლოდ თითო-თითო ნომერი იჯავშნება.

"28 დეკემრიდან 8 იანვრამდე სასტუმრო თითქმის 100%-ით დატვირთული იყო. დამსვენებლების 80%-ს რუსები და უკრაინელები შეადგენდნენ, ხოლო დანარჩენ ნაწილს ქართველები. ამჟამად, ძალიან ცუდი სიტუაციაა. მესტიაში ხალხი საერთოდ აღარ არის. ჩვენი სასტუმროს დატვირთულობა ამჟამად, 10%-ია მხოლოდ. არ ვიცი აღნიშნულის მიზეზი რა შეიძლება იყოს. კურორტზე თოვლიც არის და ყველანაირად მზად იყო დამსვენებლების მისაღებად", - აცხადებს ივერი ჭელიძე.

ცნობისთვის, სასტუმრო Chalet Mestia სვანეთში, დაბა მესტიაში 5 წლის წინ დაფუძნდა.  სასტუმრო 15 ნომერს და რესტორანს მოიცავს.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“