უალკოჰოლო სასმელების ამერიკულმა მწარმოებელმა Coca-Cola Company-იმ რუსული ბაზარი 2022  წელს დატოვა, თუმცა მისი სავაჭრო ნიშნები რუსეთის ტერიტორიაზე კვლავ მოქმედებს.

მაგალითად, ამ წლის მარტში ე.წ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, კომპანია-  Кока-кола компания რუსულ რითეილერებს სთავაზობდა სასმელებს, რომლებიც Coca-Cola-ს ოფიციალური სავაჭრო ნიშნით იყო ბრენდირებული, -ამის შესახებ გამოცემა Коммерсантъ წერს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით The Coca-Cola Company-მ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოში რუსული პატენტი კომპანიის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ  მომჩივანი მხარე „The Coca-Cola Company“-ის ცენტრალური ოფისია, რომლის  შტაბ-ბინა ატლანტაში მდებარეობს. სწორედ აღნიშნული კომპანია ფლობს  Coke-ისა და Coca-Cola-ს ოფიციალურ სავაჭრო ნიშნებს.