კომპანია SMART business საქართველოში Microsoft-ის წლის პარტნიორის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა.

ყოველწლიური პარტნიორის სტატუსი, კომპანიებს Microsoft-ის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების დანერგვაში გამორჩეული მიღწევებისთვის გადაეცემათ. სხვადასხვა კატეგორიის გამარჯვებულები, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან, 4200-ზე მეტ წარდგენილ კანდიდატებს შორის შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ SMART Business Georgia-მ Microsoft-ის წლის საუკეთესო პარტნიორის სტატუსი საქართველოში უკვე მესამედ მოიპოვა.

“SMART Business-ის კომპეტენცია დადასტურებულია - Microsoft Country Partner of the Year და LS Retail Platinum Partner of the Year ჯილდოებით.  ვაფასებთ Microsoft-ის ნდობას და გვსურს მადლობა გადავუხადოთ პარტნიორებს თანამშრომლობისთვის. ეს მიღწევა ჩვენი გუნდის შრომის შედეგია, რომელიც მუდმივად მუშაობს სისტემური გადაწყვეტილებების გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. წლის პარტნიორის სტატუსი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ SMART business Georgia უდავოდ საიმედო პარტნიორია ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.“ - აცხადებს გიორგი კოფენლუ, SMART Business Georgia-ს დირექტორი