„კომერსანტის“ ტრადიციულ რუბრიკაში- "როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად" ერთ-ერთი კორპუსის მენეჯერმა, ნინო წულაიამ სითიქომის სამეზობლოს გამოცდილება გავიზიარა. მისი თქმით, კორპუსის მენეჯერის დანიშვნა, სითიქომის პლატფორმის საშუალებით ხდება, რაც აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია. ასევე, გამჭვირვალეა ყველა ხარჯი, რომელიც კორპუსის კეთილდღეობისთვის იხარჯება, ნებისმიერ მეზობელს ამ თანხების გადამოწმება შეუძლია.
„დაახლოებით, 4 თვეა, რაც კორპუსის მენეჯერი ვარ, ეს ყველაფერი სპონტაბურად მოხდა.ყველა ელოდებოდა, რომ პრობლემები მოგვარდებოდა და ჩემს თავზე ავიღე პასუხისმგებლობა. ამ ეტაპზე, სამეზობლო სრულად ჩართულია კორპუსზე ზრუნვის საქმეში, უბრალოდ „სითიქომთან“ პასუხისმგებელი მე ვარ. ჩემი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, ცოტა ვეჭვობდი, მაგრამ ერთი ზარი, ერთი მეილი საკმარისია, რათა „სითიქომმა“ ყურადღება მომაქციოს. ჩვენი კორპუსი ახალია, სადღაც 1.5-ი, რაც ხალხი ცხოვრობს. „სითიქომის“ შემოსვლამდე ყველა თავის პერიმეტრს უვლიდა, მთლიანობის შეგრძნება არ იყო.
4 თვის წინ გავაკეთეთ შესასვლელი კარები. რემონტის შემდგომი დასუფთავებაც „სითიქომის“ პროვაიდერმა კომპანიამ ჩაატარა.
როცა კორპუსის მცხოვრებლების გასაცნობად დავდიოდი, მაშინ ბევრმა მკითხა: სად ჩავრიცხოთ ფულიო. მათ ვუთხარი, რომ ჩემთან არაფერს არ რიცხავენ. თუ რამეს დამატებით ვაკეთებთ, სითიქომიდან იგზავნება შეტყობინება. მე ფულთან შეხება არ მაქვს. „სითიქომის“ პლატფორმაზე ეს ყველაფერი ავტომატიზებულია და ყველას შეუძლია ნახოს.
სამომავლოდ, კამერების შემდეგ, ჩვენი სამეზობლოს პრიორიტეტი გამწვანებაა. ამ საკითხშიც „სითიქომის“ დახმარებას ველოდებით.
რაც შეეხება სერვისებით სარგებლობას, პრიორიტეტების მიხედვით გვაქვს დალაგებული, ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი კორპუსის კარი იყო. ახლა ვმუშაობთ უსაფრთხოებასა და კამერების მონტაჟზე. პრიოვაიდერ სერვისებზე მთელ ინფორმაციას „სითიქომისგან“ ვიღებთ და მერე ვარჩევთ, საიტზეა განთავსებული ყველა დეტალი, ფასის და სხვა მოთხოვნების გათვალისწინებით, სამეზობლო ვირჩევთ, რომელი პროვაიდერი მოგვემსახურება“,- ამბობს კორპუსის მენეჯერი.
“სითიქომი”-ს ექაუნთ მენეჯერის, ნათია ორახელაშვილის თქმით, საწყის ეტაპზე აუცილებელი არ არის, კორპუსს მენეჯერი ჰყავდეს. ამისთვის სპეციალური ბმული შეიქმნება, სადაც სამეზობლო ყველანაირ ინფორმაციას ეცნობა და ხმას მისთვის სასურველ კანდიდატს აძლევს.
„როგორც კი მეზობლები დააფიქსირებენ, რომ სითიქომელები გახდნენ, არ არის აუცილებელი რომ კორპუსის მენეჯერი მაშინვე ჰყავდეთ. იქმნება შესაბამისი ბმული, რომელიც მცხოვრებლებს ეგზავნებათ და ნახულობენ, ვინ არის კორპუსის მენეჯერობის კანდიდატი. ასევე, მათ პროგრამას, თუ რას სთავაზობენე კორპუსს მათი მენეჯერობის შემთხვევაში. სამეზობლო სწორედ ამ ლინკის საშუალებით იღებს გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობით მიიღება.
მცხოვრებლები თავისუფლები არიან და შეუძლიათ სერვისის მიმწოდებელი კომპანია დამოუკიდებლად აირჩიონ, ან ჩვენ ვეხმარებით. პროვაიდერებში ჩვენ სანდოობის მიხედვით ვამატებთ კომპანიებს ან მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებს“,- თქვა “სითიქომი”-ს ექაუნთ მენეჯერმა, ნათია ორახელაშვილმა.