ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა ესპანეთს, ირლანდიას და ნორვეგიას პალესტინელი ლტოლვილების მიღებისკენ მოუწოდა. 

5 თებერვალს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ აშშ ღაზის სექტორს "დაეუფლება".

ცოტა ხნის წინ კი ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალებს (IDF) მისცა ბრძანება, შექმნან გეგმა, რომელიც ღაზის სექტორის მოსახლეობას ტერიტორიის მოხალისეობრივად დატოვების საშუალებას მისცემს.