რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო კოსმოსური კორპორაციის, „როსკოსმოსის“ გენერალური დირექტორი, იური ბორისოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ბორისოვის ადგილზე ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, დმიტრი ბაკანოვი დაინიშნა.
ცნობისთვის, ბორისოვი როსკოსმოსის გენერალურ დირექტორად 2022 წლის ივლისში დაინიშნა.