მარკო რუბიო სამხრეთ აფრიკაში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს.

„იოჰანესბურგში გასამართ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დავესწრები. სამხრეთ აფრიკა ცუდ საქმეებს აკეთებს. კერძო საკუთრების ექსპროპრიაციას ახდენს. „დიდი ოცეულის“ სამიტს „სოლიდარობის, თანასწორობისა და მდგრადობის“ ხელშეწყობისთვის იყენებს“, -წერს მარკო რუბიო.

„დიდი ოცეულის“ სამიტი სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში 20-21 თებერვალს გაიმართება.