"სითიქომის" სამეზობლოს კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა. წესებით გათვალისწინებული, ყველაზე მეტ "ლაიკიანი" კომენტარი, ახალშექმნილ სამეზობლოს ჰქონდა.

კომპანიის ექაუნთ-მენეჯერის, ნათია ორახელაშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ კონკურსში 600-მდე სამეზობლო მონაწილეობა, ფულადი ჯილდოები კი I, II და III ადგილებზე გასულებმა მიიღეს. „სითიქომის“ გადაწყვეტილებით უსაჩუქროდ არც გამორჩეული კომენტარების ავტორები დარჩენილან.

„გადავწყვიტეთ, რომ სამეზობლოების წახალისების მიზნით, „სითიქომს“ კონკურსი ჩაეტარებინა, სადაც მონაწილეობის მიღება სამეზობლოს ნებისმიერ წევრს შეეძლო და ჯილდოდ 5000 ლარი იყო გათვალისწინებული.

კონკურსში მონაწილეობა 600-მდე სამეზობლომ მიიღო, ჩვენმა გუნდა კი გადაწყვიტა მე-2 და მ-3 ადგილზე გასული საზობლოებისთვისაც გადაეცა საჩუქარი: 1000 და 500 ლარი.

ასევე, სამი ყველაზე გამორჩეული კომენტარის ავტორი 200 ლარით დავაჯილდოვეთ“,- აღნიშნა „სითიქომის“ ექაუნთ-მენეჯერმა ნათია ორახელაშვილმა.

„სითიქომისა“ და „კომერსანტის“ ტრადიციულ რუბრიკაში- როგორ ვიზრუნოთ სამეზობლოზე სითიქომთან ერთად" კონკურსის გამარჯვებული სამეზობლოს წარმომადგენელმა, ხატია ყურაშვილმა გაგვიმხილა, რომ მოგებული თანხით კორპუსის ეზოს კეთილმოწყობას გეგმავენ.

„სულ რამდენიმე თვეა, რაც ჩვენი სამეზობლო არსებობს, რადგან ახალ კორპუსში ვცხოვრობთ.

„სითიქომის“ კონკურსი ჩვენთვის პირველი გამოწვევა იყო, რომელიც ძალიან წარმატებით დასრულდა და სამეზობლო გააერთიანა. ჩვენი სურვილია ეზოს მოპირკეთება, ფანჩატურის გაკეთება და გამწვანება.

„სითიქომში“ ჩვენი სამეზობლო უკვე ჩართულია და აქტიურად ვიყენებთ. ამ კონკურსის ფარგლებში, ერთმანეთთან ძალიან დავახლოვდით, საერთო „ჩათები“ გავაკეთეთ, რაც სულ რომ არ გაგვემარჯვა, მაინც კარგია“,- თქვა ხატია ყურაშვილმა.