საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი ჩატარდა, სადაც 400-მდე ბიზნესის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სავაჭრო პალატა ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნეს.
„ქართველ მეწარმეებთან ბიზნეს კავშირების დამყარების მიზნით აზერბაიჯანულ დელეგაციას თან ახლდა წამყვანი და მსხვილი კომპანიები სხვადასხვა სექტორებიდან. მათ შორის, საცალო ვაჭრობის მსხვილი ქსელები, სოფლის მეურნეობა, სტუმარ-მასპინძლობის/ტურიზმის სექტორი, წარმოება და გადამუშავება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ინდუსტრია, მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები/ტელეკომუნიკაციები, ნავთობისა და გაზის ინდუსტრია და სამედიცინო სფეროები.
შეხვედრების ფარგლებში ჩატარდა ორმხრივ ბიზნეს შეხვედრები. ქართულ კომპნიებს შესაძლებლობა მიეცათ დაემყარებინათ ბიზნეს კავშირები მსხვილ აზერბაიჯანულ კომპანიებთან, განეხილათ საინვესტიციო შესაძლებლობები, სამომავლო თანამშრომლობისა და პოტენციური პარტნიორობის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.