რაჭაში, სტიქიის ზონაში დარჩენილ ადამიანებს სასტუმრო „ქედი“ ღამის გასათევს უსასყიდლოდ სთავაზობს. ამის შესახებ სასტუმრომ განცხადება სოციალური ქსელის გვერდზე გაავრცელა.

„სტიქიის ზონაში დარჩენილ დამსვენებლებს, რომლებსაც არ აქვთ ღამის გასათევი ადგილი, ვუმასპინძლებთ ჩვენთან უსასყიდლო, უწერაში. ძალიან ვწუხვართ მომხდარის გამო. გთხოვთ დაგვიკავშირდით: 555173939“, - წერს სასტუმრო სოციალურ გვერდზე.

რაჭაში, სოფელ შოვში მეწყერი დღეს ჩამოწვა. მაშველებმა სტიქიის ზონიდან 70-მდე ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხეს. დადასტურებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი.