კომერსანტთან საუბრისას GMT/Hospitality-ის ტალანტების მოზიდვის და დამსაქმებლის ბრენდინგის განვითარების უფროსმა მენეჯერმა გიორგი ხარატიშვლმა განაცხადა, რომ საქართველოში პირველად თვითმართვადი რეკრუტინგის სისტემა დანერგეს. ამ სისტემის მიხედვით კომპანია ადამიანებს რეზიუმეებს აღარ სთხვოს. გიორგი ხარატიშვილი აცხადებს, რომ ამ მიდგომა დაქირავების დრო 154 საათით ასწრაფდა, ხოლო ხარჯები 85%-ით შეამცირა.
„ჩვენ საქართველოში პირველად დავნერგეთ თვითმართვადი რეკრუტინგის სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ ვთხოვთ ადამიანებს რეზიუმეებს. ჩვენი ეიჩარ გუნდის კალენდარი ღიადაა გაზიარებული. შესაბამისად, ნებისმიერ ადამიანს, მათთვის სასურველ დროსა და სასურველ ფორმატში შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი დღე, საათი და შეხვედრის მიმდინარეობა ონლაინ თუ ადგილზე რეჟიმში. შემდეგ ხდება შეხვედრა და საუბარი იმაზე, თუ როგორ შეიძლება ურთიერთობის სამომავლო წარმართვა.
ამ მიდგომამ საბოლოოდ მოგვცა შედეგად ის, რომ 154 საათით არის ადამიანის დაქირავების დრო ასწრაფებული, ხოლო ხარჯებით 85%-ით შევამცირეთ. გარდა ამისა ჩვენ დავნერგეთ ე.წ ლაივ რეკრუტინგი, რომელიც გულისხმობს კადრების შერჩევის პროცესს პირდაპირ რეჟიმში. ამ დროს ყველა კანდიდატი არის საქმის კურსში თუ რა ეტაპზე იმყოფება მისი განაცხადი“. - განაცხადა გიორგი ხარატიშვილმა.