რუსულმა კომპანია „დოდო პიცამ“ საქართველოში დაიწყო საქმიანობა. კომპანიამ ბათუმში მიტანის სერვისი აამოქმედა, პირველი რესტორანი კი აპრილის დასაწყისში გაიხსნება.
კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, კიდევ ერთი ფილიალის გახსნა, თბილისში, წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
მიტანის სერვისმა ქვეყანაში ფუნქციონირება 2 მარტს დაიწყო. პირველ დღეს კომპანიამ 161, ხოლო 3 მარტს 152 შეკვეთა მიიღო. კომპანიის ცნობით, შემოსავალი დღეში 2 ათას დოლარზე მეტია.
უახლოეს მომავალში „დოდო პიცა“ საქართველოში პერსონალის დაქირავებას და გუნდის გაფართოებას გეგმავს.